დასახელება:
სამუშაოთა მწარმოებლის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
არქ-კონი
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
კომპანია "არქ-კონი" 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით.
"არქ-კონის" სერვისებში შედის: ლითონის კონსტრუქციებისა და საფასადე სისტემების პროექტირება და მონტაჟი.
კომპანია "არქ-კონი"ეძებს სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის ასისტენტს, რომელიც დაეხმარება პროექტის მართვისა და სამშენებლო პროცესების კოორდინაციაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
პასუხისმგებლობები:
** სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის დახმარება ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების კოორდინირებაში.
** სამშენებლო პროცესის მონიტორინგი და ანგარიშგება.
** მასალებისა და ინვენტარის აღრიცხვა და კონტროლი.
** სამუშაო გრაფიკების მართვაში მონაწილეობის მიღება.
** პროექტის დოკუმენტაციის მომზადებასა და განახლებაში დახმარება.
** სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა.
მოთხოვნები:
** სამშენებლო ან საინჟინრო განათლება (სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო, აღნიშნული მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.
** Excel, Word, MS project, Archicad, AutoCAD-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** კომუნიკაციის კარგი უნარები და გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ?
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
** მეგობრული სამუშაო გარემო.
** კარიერული ზრდის პერსპექტივა.
როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?
თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე K.Orvelahvili@arch-con.ge
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!
|
|
|
|