დასახელება:
მზარეულის დამხმარე
|
მომწოდებელი:
რესტორანი ვოი სამზარეულო
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ რესტორანი "ვოი სამზარეულო" (VOI CUISINE) აცხადებს მზარეულის დამხმარის ვაკანტურ პოზიციას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: დამოკიდებულია სასურველ გრაფიკზე და აღწევს 2000 ლარს თვეში (ნეტ) + თიფსები დამატებით.
ჩვენ გთავაზობთ მოსახერხებელ ლოკაციას თბილისში, ყაზბეგის გამზირზე სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და პროფესიონალი შეფისგან სწავლის საშუალებას.
ძირითადი მოვალეობები:
** შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული მომსახურების, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოებისა სტანდარტების სრული დაცვა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ფიზიკური გამძლეობა
** მენტალური გამძლეობა
** ენერგიულობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მზარეულის დამხმარედ ან მზარეულად მუშაობის გამოცდილება ან/და შესაბამისი განათლება
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე voicuisine@gmail.com. სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელების მითითებით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნისას, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
|
|
|
|