Робота для біженців з України
კომერციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" 2016 წელს დაარსდა და ამ მიმართულებით მალევე იქცა სექტორის ლიდერად. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ზრდაზე, განვითარებაზე და აქვს ამბიცია იკავებდეს ყველაზე დახვეწილი, ორგანიზებული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის პოზიციას. დეკოლაინის ძირითადი საქმიანობა ინდივიდუალური სახლების, სხვადასხვა კომპანიის საოფისე თუ საწარმოო ფართების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რემონტია.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://decoline.ge/

კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ვაჟა ფშაველა, დავით თავხელიძის 1ა
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 9:30-18:30
ანაზღაურება: საბაზისო (შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოლდინგში შემავალი ყველა კომპანიისთვის გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსთან ერთად გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენა დასამატებლად
** ჰოლდინგში შემავალი ყველა კომპანიისთვის ბაზრის კვლევის და ანალიზის კოორდინაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შემდეგი მიმართულებებით: პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების კვლევა, კონკურენტების შესწავლა და ანალიზი, ბაზრის ტენდენციების დადგენა, ბაზრის პოტენციალის შეფასება, ახალი მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიცირება, სამშენებლო სფეროში ინოვაციების კვლევა;
** გაყიდვებისა გუნდთან ერთად გაყიდვების გეგმის შემუშავება პროდუქტების, სერვისების და არხების მიხედვით;
** პოტენციური დამკვეთების ბაზების შექმნის კოორდინაცია;
** პოტენციური დამკვეთების მოძიება და მოზიდვა;
** ჰოლდინგის მომგებიანი საფასო პოლიტიკის წარმართვა;
** მსხვილ, სტრატეგიულ დამკვეთებთან მუდმივი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსთან ერთად გაყიდვების მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა, მარკეტინგის გუნდთან ერთად კამპანიების დაგეგმვა, ბრენდინგის სტრატეგიის შემუშავება;
** გაყიდვების ანალიტიკის წარმოების უზრუნველყოფა, გაყიდვების გეგმის მიმდინარეობის მართვა, გადაცდომების გამოვლენა და გადახრებზე რეაგირება;
** დებიტორების მართვის მონიტორინგი;
** ჰოლდინგისა და შვილობილი კომპანიების განვითარების პოტენციალის შეფასება და ახალი პროდუქტის, სერვისის ალტერნატივების, ბიზნეს გეგმის შემუშავება;
** ახალი პროდუქტის, სერვისების წარდგენა დირექტორთა საბჭოზე და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მათი განვითარება, ბაზარზე გატანის უზრუნველყოფა;

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, უმჯობესია მაგისტრის ხარისხი.
** გაყიდვების განყოფილების ან/და მასთან გათანაბრებული ორგანიზაციული ერთეულის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: cv@decoline.ge გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "კომერციული დირექტორი".

შპს "დეკოლაინის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "შპს დეკოლაინი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "შპს დეკოლაინს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "შპს დეკოლაინი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე