დასახელება:
სისტემების მხარდაჭერის L1 დონის ინჟინერი
|
მომწოდებელი:
გრინნეტი
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
კომპანია "გრინნეტი" აცხადებს ვაკანსიას სისტემების მხარდაჭერის L1 დონის ინჟინრის პოზიციაზე.
"გრინნეტი" დაარსდა 1998 წელს, იმ დროისათვის საქართველოში ხარისხიან ქსელურ გადაწყვეტებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ. მოკლე დროში "გრინნეტი" გახდა წამყვანი სისტემური ინტეგრატორი და ქსელური გადაწყვეტილებების მიმწოდებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბოლო 6 წლის განმავლობაში, "გრინნეტმა" განავითარა საკუთარი ექსპერტიზა და წამყვანი სისტემური ინტეგრატორი და შესაბამისი გადაწყვეტების მომწოდებელი გახდა, ასევე, ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროშიც.
დღეს ჩვენ ვაწარმოებთ პროექტებს 4 ქვეყანაში და გვაქვს ოფისები საქართველოში, უკრაინაში, პოლონეთში, ყაზახეთსა და სომხეთში, ხელს ვუწყობთ რა ბიზნესის განვითარებას ამ ქვეყნებში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებების დანერგვის, ეფექტურობის გაზრდისა და ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის გზით.
ძირითადი მოვალეობები:
** IP ქსელების პროექტების წარმართვა, სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში;
** IP ქსელების დაგეგმარება, გამართვა და მხარდაჭერა
** დამკვეთების კონსულტაცია, ტექნიკური და ბიზნეს ამოცანების დამუშავება
** IP ქსელების HLD და LLD დოკუმენტაციის შედგენა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** LAN, WAN, DC და SP ტექნოლოგიების ცოდნა;
** ქსელურ ბრანდმაუერებთან სამუშაო გამოცდილება;
** დიდ განაწილებულ IP ქსელებთან სამუშაო გამოცდილება;
** მარშრუტიზაციის და კომუტაციის ტექნოლოგიების ცოდნა: EIGRP, OSPF, BGP, MPLS, STP, RSTP, MST;
** CCNA/CCNP/CCIE სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
** Python, Ansible და REST API ავტომატიზაციის სისტემებთან სამუშაო გამოცდილება;
** ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების ადვილად ათვისების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მკაფიო კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალური;
ჩვენ გთავაზობთ:
** საერთაშორისო პროექტებში ჩართულობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შეუზღუდავ შესაძლებლობას;
** პროფესიული IT ტრენინგების დაფინანსებას;
** ინდუსტრიული სერტიფიკატების დაფინანსებას;
განვიხილავთ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ კანდიდატებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე vacancy@greennet.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ქსელური ინჟინერი".
აპლიკაციის წარდგენით ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს "გრინ სისტემს"-მა რეკრუტირების პროცესთან დაკავშირებით შეინახოს ჩემ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და პერსონალური მონაცემები 3 წლის ვადით დასაქმების კამპანიაში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.
ამავე დროს ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი განვაცხადო თანხმობაზე, თუმცა ვიცი, რომ უარის შემთხვევაში შპს "გრინ სისტემს"-მა ვეღარ შეძლებს ჩემთან დაკავშირებას სამომავლო პოტენციური რეკრუტირების პროცესში, იმ პოზიციებთან მიმართებით რომელიც შესაძლოა შესაფერისი იყოს ჩემი კანდიდატურისთვის.
|
|
|
|