Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=613507&print=yes&view=jobs
 
დეკლარანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დეკლარანტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას დეკლარანტის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტრანსპორტის პროდუქციით დატვირთვის ორგანიზება;
** შესყიდული პროდუქციის დეკლარირება;
** წინასწარი დეკლარირების გარეშე ჩამოსული ტვირთის გეზში განბაჟება;
** ტრანსპორტირების საბოლოო დოკუმენტის (CMR) მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
** კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 3 წ.;
** 1C;
** რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა.

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off);
** თიმბილდინგი.

სამუშაო პირობები: ორშაბათი - პარასკევი: 09:30-დან 18:30 სთ-მდე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დეკლარანტი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია