დასახელება:
შესაბამისობის უფროსი ოფიცერი
|
მომწოდებელი:
Bitanica
|
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 07 მარტი
|
"ბიტანიკა" წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კრიპტო ბირჟას.
"ბიტანიკა" მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრონულ კრიპტო საფულეს იმისათვის, რომ მართონ საკუთარი კრიპტო ვალუტები უსაფრთხოდ და გამოიყენონ ჩვენი ელექტრონული კრიპტო საფულის პროდუქტები, რომლებიც სხვა ქართულ პლატფორმებზე არ არის ხელმისაწვდომი.
ჩვენი გუნდის მიზანია, ვიყოთ მუდამ სიახლეების და ახალი ტექნოლოგიების სადარაჯოზე, რათა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ მარტივი და კომფორტული კრიპტო ელექტრონული საფულე თავიანთი აქტივების სამართავად.
ჩვენს გუნდში თითოეულ თანამშრომელს აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები, რომ განვითარდეს სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებს.
"ბიტანიკა" აცხადებს ვაკანსიას შესაბამისობის უფროსი ოფიცრის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 საათი
მისია და როლი:
შესაბამისობის ოფიცერი პასუხისმგებელია კომპანიის მიერ ყველა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ეთიკური სტანდარტების დაცვაზე. მისი მოვალეობები უკავშირდება შიდა პოლიტიკის მონიტორინგს, აუდიტების ჩატარებასა და თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევას კომპანიის შესაბამისობის საკითხებზე.
ძირითადი ვალდებულებები:
რეგულაციებთან შესაბამისობა:
** უზრუნველყოს, რომ კომპანიის მიერ ყველა შესაბამისი კანონმდებლობა, რეგულაციები და ინდუსტრიული სტანდარტები იყოს დაცული;
** მუდმივად ადევნოს თვალი რეგულაციურ ცვლილებებს და შეაფასოს მათი გავლენა კომპანიის ოპერაციებზე;
** შეიმუშაოს და დანერგოს შესაბამისობის პოლიტიკები და პროცედურები;
** იყოს კომპანიის შუამავალი მარეგულირებელ ორგანოებთან.
რისკების მართვა და აუდიტი:
** ჩაატაროს რისკების შეფასება და გამოავლინოს პოტენციური შეუსაბამობის შემთხვევები;
** განავითაროს რისკების შემცირების სტრატეგიები და მისაღები ზომები;
** ჩაატაროს შიდა აუდიტი და შეაფასოს შესაბამისობის პოლიტიკის ეფექტურობა;
** მოამზადოს და წარუდგინოს შესაბამისობის ანგარიშები მენეჯმენტს და მარეგულირებლებს.
ტრენინგი და ცნობიერების ამაღლება:
** ჩაატაროს თანამშრომლებისთვის შესაბამისობის ტრენინგები და სემინარები;
** უზრუნველყოს, რომ თანამშრომლებს ესმით მათი ვალდებულებები რეგულაციური შესაბამისობის მიმართ;
** უზრუნველყოს კონსულტაცია კომპანიის მასშტაბით შესაბამისობის საკითხებზე.
გამოძიება და ანგარიშგება:
** დააიდენტიფიციროს და მოაგვაროს შესაბამისობის დარღვევები და ეთიკური საკითხები;
** მოახდინოს შესაბამისობის დარღვევების ანგარიშგება და წარმოადგინოს გამოსწორების ზომები;
** აწარმოოს ზუსტი ჩანაწერები შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საკუთარი საქმიანობის, ინციდენტებისა და მათი გადაჭრის შესახებ.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ გარემოს და პირობებს;
** კონკურენტულ ხელფასს გამოცდილებიდან გამომდინარე.
** ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ბენეფიტებს.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.
** პერიოდულ მივლინებებს ტრენინგებსა და აუდიტებზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამართლის, ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან მსგავსი მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი.
** შესაბამისობის სერტიფიკატები (მაგ.: CCEP, CRCM, CAMS) ჩაითვლება უპირატესობად.
** შესაბამისობის, რისკების მართვის ან რეგულაციურ სფეროში მუშაობის არა ნაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
** შესაბამისობის პროგრამებისა და ანგარიშგების ინსტრუმენტების ცოდნა.
** შესაბამისი კანონმდებლობისა და რეგულაციების სიღრმისეული ცოდნა.
უნარები:
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზაციული უნარები.
** ეფექტური კომუნიკაციის და ტრენინგის ჩატარების უნარი.
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ მისამართზე: hr@vacancy.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - შესაბამისობის უფროსი ოფიცერი
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ბიტანიკა"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@vacancy.com.ge
|
|
|
|