Робота для біженців з України
ტენდერი ინგლისურენოვანი თარგმანის მომსახურებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ინგლისურენოვანი თარგმანის მომსახურებაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, იწვევს დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად თარგმანის მომსახურების შესასყიდად.

ინფორმაცია ორგანიზაციების შესახებ:

"SOS Children`s Villages Inetrnational" წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება პროექტი - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა", ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფლის", "კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის", "საზოგადოება ბილიკისა" და "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის" ერთობლივი პარტნიორობით. პროექტის მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.

მომსახურების მიზანი:

ქ. თბილისში პროექტის ფარგლებში შექმნილი ქართულ ენოვანი სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის თარგმნა ინგლისურ ენაზე.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

პროექტის ფარგლებში შემუშავებული ქართულ ენოვანი ანგარიშების, პროექტის საინფორმაციო მასალის, იურიდიული დოკუმენტაციისა და სხვა თემატური მასალის თარგმნა ინგლისურ ენაზე:

შესასრულებელი სამუშაოს პერიოდი და სამუშაო დატვირთვა:

შერჩეულ იურიდიულ ან ფიზიკურ სუბიექტთან დაიდება ხელშეკრულება 2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრის ჩათვლით, რომელ პერიოდშიც უნდა მოხდეს შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალში მითითებული დოკუმენტაციის თარგმნა. სათარგმნი გვერდების რაოდენობა არ არის წინასწარ განსაზღვრული და მათი მიწოდება მოხდება საჭიროებებიდან გამომდინარე.

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები:

** ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
** ორგანიზაციის პორტფოლიო (გამოცდილების ისტორია);
** თარჯიმნის შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** მომსახურების ფასის განაცხადი, რომელიც მოიცავს 1 გვერდის საფასურს - 2000 სიმბოლო (With spaces) დ.ღ.გ.-ს გარეშე ეროვნულ ვალუტაში.

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

** თარჯიმნის აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** თარჯიმნის რეზიუმე (CV);
** მომსახურების ფასის განაცხადი, რომელიც მოიცავს 1 გვერდის საფასურს - 2000 სიმბოლო (With spaces) ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით.
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად) არაუგვიანეს 10 დღისა.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 14 თებერვალი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ინგლისურენოვანი თარგმანის მომსახურება". კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელ. ფოსტაზე: nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე: 599 728 925.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე