Робота для біженців з України
ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი/ინტერვენციონისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი/ინტერვენციონისტი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
ააიპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის (ინტერვენციონისტის) ვაკანტურ პოზიციაზე.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვთა და პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა: ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა.

კანდიდატს მოეთხოვება ადრეული განვითარების ინტერვენციონისტის აკრედიტებული სერტიფიკატი.

პროგრამის მოსარგებლეები არიან: განვითარების შეფერხების ან მხრივ რისკის მქონე, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები.

სამუშაო განრიგი: თავისუფალი, მოსარგებლეებთან შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები:

** განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის და ოჯახის შეფასება კურიკულუმზე დაფუძნებული ინსტრუმენტის (aps) გამოყენებით;
** განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა;
** ოჯახების გაძლიერება და მიტოვების პრევენცია;
** მშობლების ჩართვა ბავშვის განვითარების პროცესში;
** სერვისის მიწოდება ბავშვის ბუნებრივ გარემოში: ბინაზე, ან საბავშვო ბაღსა და ცენტრში;
** მომსახურება მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ აქტივობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სავალდებულოა (P, B ან A დონე)

სავალდებულო უნარ-ჩვევები:

** თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი;
** გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის კარგი მენეჯმენტი;
** ინსტრუქციების მიღების და შესრულების უნარი;
** წერითი უნარ-ჩვევები.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალების გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად: რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com ამა წლის 17 თებერვლის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე