Робота для біженців з України
ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ასისტენტი
მომწოდებელი: პროფესიული უნარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
ა (ა)იპ "პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს კონკურსს ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ასისტენტის ვაკანტურ პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** პრეზენტაციების მომზადება დაინტერესებული მხარეებისთვის;
** კომისიის სხდომების ორგანიზება და დაოქმება;
** პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში მსმენელთა ჩარიცხვის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი;
** პროგრამაში ჩართულ დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
** პროვაიდერების მხარდაჭერის პროცესში დაგეგმილი აქტივობების ორგანიზებაში ჩართულობა;
** პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების დაფინანსების კოორდინატორისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (მათ შორის, წერილობითი);
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის უნარი;
** დოკუმენტებთან მუშაობისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროში ეფექტურად შესრულების უნარი.

ხელშეკრულების პირობები:

ანაზღაურება გაიცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულების საფუძველზე.

თანამდებობრივი სარგო სრულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის შეადგენს ყოველთვიურად 2173 ლარს (დარიცხული).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV, არაუგვიანეს 2025 წლის 15 თებერვლისა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@geoskills.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ასისტენტი.

კონკურსი ტარდება 2 ეტაპად:

** პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულ კანდიდატებს მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისთვის!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე