დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო" თბილისში ეძებს კვალიფიციურ კანდიდატს მძღოლის პოზიციაზე, რათა შეუერთდეს ადმინისტრაციულ-ფინანსური განყოფილების გუნდს.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:
მისამართი: საქართველო, თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქ. 24
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი)
შესასრულებელი სამუშაო (ფუნქცია-მოვალეობები):
** საელჩოს თანამშრომლების (ელჩის) უსაფრთხო ტრანსპორტირება ელჩის მძღოლის რანგში;
** ავტომობილი მარშრუტების საგზაო ბარათში დაფიქსირება, ავტომობილის საგზაო ბარათის წარმოება;
** საწვავის, ზეთისა და სხვა სითხეების შევსება და ავტომობილის საგზაო ბარათში დაფიქსირება;
** საელჩოს მანქანებთან დაკავშირებული გადახდების განხორციელება;
** ობიექტის ავტოპარკში არსებული ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირების თარიღების მონიტორინგი;
** ობიექტის საკუთრებაში არსებული მანქანებისთვის საჭირო შეკეთების ან შესყიდვების შესახებ დამსაქმებლის დროული ინფორმირება;
** საელჩოს და რეზიდენციის ავტოფარეხში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში ბარგის ან დაწესებულისთვის განკუთვნილი მარაგების ჩატვირთვა-გადმოტვირთვაში დახმარება;
** დახმარება წვეულებების და შეხვედრების ორგანიზებაში.
შესარჩევ ეტაპში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:
** მინიმუმ ზოგადი განათლების საშუალო საფეხური;
** პიროვნული კულტურისა და პროფესიონალიზმის მაღალი დონე საელჩოს პერსონალთან და დაწესებულების კონტრაქტორებთან ურთიერთობისას;
** მართვის მოწმობის ფლობა და მინიმუმ 10 - წლიანი გამოცდილება ამ პროფესიაში;
** დადასტურებული გამოცდილება კომპეტენტური ორგანოს მიერ;
** პუნქტუალურობა;
** ხელმისაწვდომობა და მზადყოფნა, ზოგჯერ ასევე ღამით ან შაბათ-კვირას;
** საქართველოს და ევროპის საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა;
** თბილისისა და მიმდებარე ტერიტორიის ტოპოგრაფიის ცოდნა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** საკუთარი სამუშაოს ძალიან კარგი ორგანიზება;
** პროფესიული კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** საქართველოს მოქალაქეობა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/პასპორტის) ფლობა.
სავალდებულო დოკუმენტები:
** განათლების დამადასტურებელი დიპლომის/სერტიფიკატის ასლი;
** CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა);
** კანდიდატის ხელმოწერილი თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე;
** მართვის მოწმობის ასლი;
** ცნობა ნასამართლობის არარსებობის შესახებ;
შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით კონკურსის შემდეგი ეტაპის თარიღის შესახებ.
თუ თვლით, რომ ეს შემოთავაზება სწორედ თქვენთვისაა, გთხოვთ გამოაგზავნოთ ზემოაღნიშნული დოკუმენტები ქართულ ენაზე 2025 წლის 28 თებერვლამდე, ელექტრონულ მისამართზე: tbilisi.amb.sekretariat@msz.gov.pl
|
|
|
|