დასახელება:
ტენდერი საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
NALAG
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 თებერვალი
|
თანდართული ფაილი:
612612_Attachment_5557225.zip
|
კავშირი "საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია" ევროკავშირის-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "პარტნიორობა საჯარო მმართველობის რეფორმისთვის ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში აცხადებს ტენდერს საკონფერენციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები იხილეთ თანდართულ ფაილში
მომსახურების გაწევის ადგილი: თბილისი
დაწყების თარიღი: 20 მარტი, 2025 წელი
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი);
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა
** შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი);
** შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს, რადგან პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით.
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს:
** რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია .
** რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
** რომელსაც გახსნილი აქვს ლარის მიმდინარე ანგარიში ქართულ საბანკო დაწესებულებაში
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ქართულ ენაზე.
სატენდერო წინადადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2025 წლის 11 თებერვალი 15:00 საათი
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@nala.ge
"ათეა" დაუკავშირდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
|
|
|
|