Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

აუცილებელია საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის გამზირი 3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00. შაბათი 10:00-14:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) წარმოება, დაარქივება, შენახვა და კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა და გადარიცხვების განხორციელება;
** ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად სავალდებულო რეპორტების მომზადება;
** საგადახდო დავალებების აღრიცხვა - კოორდინაცია;
** გარე ფინანსურ აუდიტორებთან ურთიერთობა;
** საგადასახადო აუდიტორებთან ურთიერთობა;
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
** სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების მომზადება და მონიტორინგი, ნაშთების კონტროლი;
** სახელფასო, საბონუსე და სხვა უწყისების, ასევე მივლინების ხარჯების, გადარიცხვების წარმოება და კონტროლი;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა;
** ეროვნულ ბანკში სგს-ს კვარტალური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა Oris 7-ის ძალიან კარგი ცოდნა;
** IFRS-ის მიხედვით ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის გავლის გამოცდილება;
** სასურველია ქსელურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამა Excel-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კარგი წერილობითი კომუნიკაციისა და ანგარიშგების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კოორდინირების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ანაზღაურება შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებულნი გასაუბრებაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@goacredit.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე