დასახელება:
უძრავი ქონების ბროკერი
|
მომწოდებელი:
გედევანიშვილი და კომპანია
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
შპს "გედევანიშვილი და კომპანია" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ბროკერის თანამდებობაზე, საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართულებით:
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა/პუნქტუალურობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პრეზენტირების უნარი
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
** გაყიდვებში ან უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება
მოვალეობები:
** პოტენციურ მომხმარებელთან დაკავშირება და მათთან შეხვედრების ორგანიზება
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმართვა და მათთვის შესაბამისი შეთავაზების წარდგენა
** შეთავაზების გაკეთება (შეხვედრა) მოლაპარაკებების წარმოება
** გარიგების დახურვა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია
** პოტენციური მომხმარებლების ბაზის დამუშავება
** არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება
შერჩეულმა კანდიდატებმა, რომლებიც მუშაობდნენ უძრავი ქონების სფეროში უნდა წარმოადგინონ რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან.
აყვანილი კანდიდატები გაივლიან 1 კვირიან ტრენინგს, ასევე კომპანია უზრუნველყოფს მხარდამჭერი სარეკლამო და მარკეტინგული ბიუჯეტის გამოყოფას იმისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს მათ პორტფელში არსებული ქონების პრეზენტირება და გარიგების დახურვა.
გასაუბრება ჩატარდება ზუმის ფორმატით, შერჩეულ კანდიდატებთან ჩაინიშნება პირადი გასაუბრება.
შერჩეული კანდიდატის ხელფასი განისაზღვრება 2000 ლარიდან - 10 000 ლარამდე. შემოსავალი დამოკიდებულია შერჩეული კანდიდატის გამოცდილებაზე და უნარებზე.
დაინტერესებულმა პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ ელფოსტაზე: info@gedevanishvili.ge
|
|
|
|