დასახელება:
პრისეილერი
|
მომწოდებელი:
მეგაკო თრეიდი
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
სადისტრიბუციო კომპანია "მეგაკო თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს;
** ახალი ობიექტების მოძიება;
** სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სარეალიზაციოდ შეკვეთის გაკეთება;
** სავაჭრო ადგილებში პროდუქციის ეფექტურ ადგილას განლაგება და მისი მუდმივი კონტროლი;
** ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის დამყარება სავაჭრო წერტილის წარმომადგენლებთან;
** სარეკლამო დანადგარების დამონტაჟება და სარეკლამო მასალების განთავსება მერჩენდაიზინგის სტანდარტებისა და სუპერვაიზერის მითითებების შესაბამისად;
** მუდმივად აკონტროლოს პროდუქციის შენახვის პირობები, ვადა და აწარმოოს როტაცია;
** გაყიდულ პროდუქციასა და მასზე ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა;
** აღრიცხვიანობის სისტემატური და აკურატული წარმოება დადგენილი წესის მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი;
სამუშაო პირობები:
** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: g.pitskhelauri@megako.ge, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სავაჭრო აგენტი, სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება).
|
|
|
|