დასახელება:
ქსელის მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
ბარამბო
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქსელის მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებში ასორტიმენტის წარმოდგენის კონტროლი, ბარამბოს წინასწარ განსაზღვრული სტანდარტის მიხედვით;
** სარეკლამო მასალების სწორი განთავსება/მონიტორინგი;
** სხვადასხვა პრომო აქციების აქტიური მხარდაჭერა;
** მუდმივი რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
** სავალდებულოა ავტომობილის ფლობა. (მანქანის საწვავისა და ცვეთის ხარჯებს ანაზღაურებს კომპანია).
სამუშაო პირობები:
** კვირაში 5 სამუშაო დღე - 09:00-18:00 სთ.
** სამუშაო ადგილი - თბილისი
თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@Barambo.ge
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ბარამბო" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|