დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
GMT Pharma
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
შპს "ჯიემთი ფარმა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** შესყიდვების ციკლის მართვა და კონტროლი;
** არსებულ მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება, მათი ფასების და მოწოდების პირობების გაუმჯობესებების მიზნით. გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** ნაშთების კონტროლი და შესყიდვების პროპორციული დაგეგმვა. მინიმალური და მაქსიმალური ნაშთების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
** შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი თანმხლები დოკუმენტაციის კონტროლი;
** პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან და მონიტორინგი;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** ახალი მომწოდებლების მოძიება, პროდუქტის პოტენციალის განსაზღვრა, ასორტიმენტის შერჩევა, მომწოდებელთან მოლაპარაკების წარმოება პირობებთან დაკავშირებით;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება შესყიდვების სფეროში;
** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით, MS Excel-ის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე info@gmt-pharma.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების მენეჯერი"
|
|
|
|