დასახელება:
პრომოუტერი
|
მომწოდებელი:
არგვეთია ერთი
|
გამოქვეყნდა: 31 იანვარი
/ ბოლო ვადა: 25 თებერვალი
|
კომპანია "არგვეთია ერთი" დაფუძნდა 2019 წელს, რომლის მიმართულება არის იმპორტი (ევროპული პროდუქცია) და დისტრიბუცია საქართველოს მასშტაბით.
"არგვეთია ერთი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: თბილისი, წერეთლის 140
სამუშაო გრაფიკი: სრული (5 დღე კვირაში)
სახელფასო სისტემა: ხელფასი + ბონუსი / 1000 ლარი + ბონუსი 1000-მდე)
გათვალისწინებულია: სამედიცინო დაზღვევა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებული ბრენდის პროდუქციის გაყიდვაზე;
** სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას პროდუქციის შესახებ;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის მოწესრიგება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური და მოტივირებული;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება online;
** შეხვედრა გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: info@argvetia.ge; info.argvetia@gmail.com და გთხოვთ, სათაურის "subject" ველში მიუთითეთ "პრომოუთერი თბილისი".
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 25 თებერვლამდე 2025 წელი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|