Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც დღეს ჰოლდინგური სახის კომპანიად ჩამოყალიბდა და "KTW ჯგუფის" სახელითაა ცნობილი.

"KTW ჯგუფი" საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ფლობს განსხვავებული სახისა და კონცეფციის ობიექტებს, წარმოების, სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, კვების თუ სასტუმრო სერვისის მიმართულებით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას. "KTW ჯგუფი" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

"KTW ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შპს. "ვინჩერო"-ს ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
საქმიანობის სფერო: საცალო გაყიდვები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში;
** აუცილებელია მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება წარმოების სფეროში.
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
** ACCA პირველი დონე აუცილებელია (ACCA მეორე დონე სასურველია);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა MS Office: Word; Excel;
** საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია.

მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
** გაყიდვების/და შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე;
** სალარო ნაშთების კონტროლი;
** გადარიცხვების წარმოება;
** საბუღალტრო პროგრამაში ინფორმაციის ასახვა.

უნარ-ჩვევები:

** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული; პუნქტუალური;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 01 მარტი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"KTW ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე