დასახელება:
სტაჟირება - პრინტერების შეკეთების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჩემი ოფისი
|
გამოქვეყნდა: 31 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის პროდუქციის ადგილზე მიწოდებას. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე.
თუ გაინტერესებთ საოფისე ტექნიკის შეკეთება და გინდათ რომ წარმატებულად დაიწყოთ თქვენი კარიერა და ხართ შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ სტაჟირება-ვაკანსიას.
დაინტერესებულ და მოტივირებულ აპლიკანტს შევასწავლით საოფისე ტექნიკასთან დაკავშირებულ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. სტაჟირების წარმატებით დასრულებისას აპლიკანტი დასაქმდება საოფისე ტექნიკის შეკეთების სპეციალისტის პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
** ტრენინგებსა და სწავლებებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საოფისე ტექნიკის დიაგნოსტიკა, დაშლა-აწყობა, შეკეთება, გატესტვა;
** შეკეთებულ მოწყობილობებზე რეპორტის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ცოდნა აღნიშნული მიმართულებით (შესაძლებელია იყოთ თვითნასწავლიც);
** მოტივაცია და პროფესიული განვითარების ინტერესი.
პიროვნული უნარები:
** სპეციფიკური სამუშაოების ადგილზე შესწავლის უნარი;
** მოტივირებული და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სტაჟირება - პრინტერების შეკეთების სპეციალისტი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|