Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ცურ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქართულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა მოწინავე კომპანიებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

კომპანია "TSUR GROUP"-ში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს "ფინანსური მენეჯერის" პოზიციაზე.

პირობები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სწავლება-განვითარების დაფინანსება/მხარდაჭერა
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-ხუთშაბათი 10:00- 18:00 პარასკევი: 10:00 - 16:00

სამუშაოს მოკლე აღწერა:

ჩვენ ვეძებთ, მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს, ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. ფინანსური მენეჯერის თანამდებობის ძირითადი მიზანია, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ფინანსური რეპორტების წარმოება, ანალიზი და ფინანსური ეფექტიანობის გაზრდა.

ძირითადი უფლება მოვალეობები:

** ყოველთვიური/ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების (Income Statement, Balance Sheet, Cash Flow) მომზადება
** კომპანიის შიდა რეპორტების მომზადება
** კომპანიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობა
** ბიუჯეტის მართვის/კონტროლის პროცესში მონაწილეობა
** ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისთვის ფინანსური ანალიზი და შეფასება;
** ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების მართვა;
** ფულადი ნაკადების მართვაში მონაწილეობა;
** ფინანსური ვალდებულებების მართვაში მონაწილეობა
** ფინანსური და ბუღალტრული ინფორმაციის მიწოდება მესამე მხარისთვის
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოების კონტროლი და გატარებების სისწორის დადგენა,
** თვის/წლის დახურვის საბუღალტრო ოპერაციებში ჩართულობა და კონტროლი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, მიმართულებით
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სასურველია: ACCA-დონე N-1 და ACCA-დონე N-3
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsur-group.com.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფინანსური მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე