დასახელება:
E-Commerce ოპერაციების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
გამომცემლობა პალიტრა L
|
გამოქვეყნდა: 31 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"პალიტრა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "გამომცემლობა პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას E-Commerce ოპერაციების კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** palitral.ge. litbox.ge, gudabooks.ge, online.translate.ge, translate.ge საიტების მართვა, ახალი კონტენტის დამატება;
** ვებ-გვერდების განვითარებაზე ზრუნვა;
** შემომავალი შეკვეთების კოორდინაცია და მართვა, ლოჯისტიკის გუნდებთან თანამშრომლობა ეფექტური მიწოდების უზრუნველსაყოფად;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდთან კომუნიკაცია გაყიდვების გეგმის შესრულების მიზნით;
** გრაფიკული დიზაინერების გუნდთან კომუნიკაცია;
** დეველოპმენტის გუნდთან კომუნიკაცია ტექნიკური ხარვეზების გადაჭრისა და ახალი ფუნქციონალების დამატების მიზნით;
** ყოველთვიური რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი ან მარკეტინგის მიმართულებით;
** კონტენტის მენეჯმენტის სისტემების (CMS) და ვებ-გვერდის ტექნიკური საბაზისო ცოდნა.
** ელექტრონული კომერციის ოპერაციების ცოდნა;
** ვებ განვითარების პრინციპების ცოდნა;
** აუცილებელია ექსელის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** სისხარტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ინიციატივიანობა.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი). 09:30-18:00 სთ.
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქუჩა #49;
ანაზღაურება: 1500 ლარიდან.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|