Робота для біженців з України
მექანიკოსი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: ტრანსფორდი
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის შვილობილი ორგანიზაცია შპს "ტრანსფორდი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ.ფოთი
დამატებითი ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, კვება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** პროფესიული კოლეჯის შესაბამისი სწავლების კურსები, ატესტაცია და საკვალიფიკაციო მოწმობა.
** მექანიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მანქანა-დანადგარების მექანიკურად გამართული ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
** მოწყობილობების დიაგნოსტირება, გასუფთავება, შეკეთება.
** მანქანა-დანადგარების პრევენციული მონიტორინგი და გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** მანქანა-დანადგარების საექსპლუატაციო წესების ცოდნა და დაცვა.
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა,

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: transford@transford.net და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანია ტრანსფორდმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის ელექტრონულ ბაზაში და შეიძლება განხილულ იქნას მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე