დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ჯითექსი
|
გამოქვეყნდა: 31 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია "ჯითექსი" დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, Enza home, English Home, Kiabi.
პოზიცია: ბუღალტერი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე.
სამუშაო საათები: 09:00-18:00
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მ. მაჭავარიანის ქ. #4ბ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული ოპერაციების შესრულება Apex;
** ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა, დოკუმენტირება, აღრიცხვა და კონტროლი;
** მარაგების შესყიდვის ოპერაციების ასახვა, დოკუმენტირება და კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების პროგრამულად ასახვა.
ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:
** განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ზედმიწევნით ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა Excel-ის ზედმიწევნით ცოდნას).
პოზიციისთვის მნიშვნელოვანი პიროვნული მახასიათებლები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიზუსტე, ოპერატიულობა/სისწრაფე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.
** კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** Fitpass მომსახურებას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gtex.ge და ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: "ბუღალტერი".
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|