Робота для біженців з України
მძღოლი-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ჯორჯიან ალიანსი
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯორჯიან ალიანსი" მძღოლი-დისტრიბუტორის თანამდებობაზე საკუთარი მანქანით სამუშაოდ იწვევს სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტის" და "გვირილას" მოსამარაგებლად (ქ. თბილისი) ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს თავისი მანქანით (Ford an MERCEDES -ის ტიპის სატვირთო ა/ტრანსპორტი).

სარეალიზაციო საქონელი: ლუდები (ჟიგულოვსკოე, ზლატა პრაღა), ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი.
შრომის ანაზღაურება: (ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი), არანაკლებ -2500 ლარი (საკუთარი მანქანის შემთხვევაში)

მოთხოვნები:

** მითითებულ პოზიციაზე ან დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება თბილისში (მინიმუმ 1 წელი);
** ავტომანქანის მართვის მოწმობა B კატეგორია.

მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი.

გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: lashakailashi@gmail.com, georgianalliance@gmail.com, 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე