Робота для біженців з України
ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: მუსიკის სახლი
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / ბოლო ვადა: 05 თებერვალი
"მუსიკის სახლი" არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც 19 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის 2 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში.

მაღაზია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Roland, GEWA, Orla, Fender, Alhambra, Ibanez, SHURE, Pioneer Dj, Presonus, Marshall, Meinl, Tama და სხვა.

ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, პროფესიონალური განათებისა და გახმოვანების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, როგორც კაფე-ბარებისა და კლუბების, ასევე საკონცერტო და თეატრალური დარბაზების აღჭურვა.

მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ ბუღალტრის თანაშემწის ვაკანსია.

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის 27
** სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 სთ
** ანაზღაურება: 1600-2000 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები. ანაზღაურება შეთანხმდება კანდიდატთანა გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ულიმიტო სასაუბრო დრო

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ან ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია fina);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Advanced Excel).

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკის ამონაწერის გატარება პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტების გატარება პროგრამაში;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** მიმდინარე ფინანსური ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა;
** სხვა ფუნქციების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ ბუღალტერიასთან.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 5 თებერვლის ჩათვლით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

1. რეზიუმეების გადარჩევა
2. ონლაინ გასაუბრება
3. პირისპირ გასაუბრება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stc.ge. მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თვენი კანდიდატურის განხილვა.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე