დასახელება:
HR მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ლიდერმედი
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს HR მენეჯერის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 09:30-დან 17:30 -საათამდე;
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** რეკრუტინგის სრული პროცესის მართვა (ვაკანსიების განთავსება, გასაუბრების პროცესის
მართვა, პერსონალის მოზიდვა და დაკონტრაქტება)
** კომპანიაში მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესების სრული მართვა (ხელშეკრულებები,
შინაგანაწესი, ბრძანებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება)
** თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა, ასევე მათი ნამუშევარი დროის ყოველთვიური აღრიცხვა
** სამუშაო აღწერილობების მომზადება და პერიოდული განახლება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან ერთად;
** პერსონალის მივლინებების, შვებულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციების მომზადება;
** ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტის მართვა;
** პერსონალის პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოსავლენად ინფორმაციის მოგროვება;
** გუნდურობისა და ორგანიზაციული კულტურის გაძლიერების მიზნით არაფორმალური ღონისძიებების, სხვადასხვა გასვლითი აქტივობების ორგანიზებაში ჩართულობა მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფსიქოლოგია, სოციალური მეცნიერებების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** შრომის კანონმდებლობისა და რეგულაციების ცოდნა;
** მინუმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი
** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლის ფასდაკლებას კლინიკაში არსებულ სერვისებზე
** კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14 თებერვალი, 2025 წ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "HR მენეჯერი".
კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|