დასახელება:
პრისელერი
|
მომწოდებელი:
ბესტ დისტრიბუშენ
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ბესტ დისტრიბუშენ", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (მახეევი, ესსენ პროდაქშენ და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ თანამშრომლებს შემდეგ პოზიციაზე: პრისელერი (სავაჭრო აგენტი)
ადგილმდებარეობა: თბილისი.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს (ზრდის პერსპექტივით) შემდეგ პირობებს:
** ფიქსირებულ ხელფასი
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას (ნავაჭრის - 3%)
** სამოტივაციო ბონუსებს
აუცილებელი მოთხოვნები:
** თბილისის რაიონების კარგად ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება;
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია;
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება;
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის ვადების კონტროლი;
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში;
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი;
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის ანგარიშზე.
ადმინისტრაცია:
პრეტენდენტებმა CV გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე: bestdistributiongeorgia@gmail.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|