დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დეველოპერული კომპანია Homer
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
დეველოპერული კომპანია "Homer"-ი (ჰოუმერი) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
კომპანიის შესახებ:
"Homer"-ი არის დეველოპერული კომპანია, რომელიც ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ინდუსტრიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით.
"Homer"-ი ქმნის მყუდრო, უსაფრთხო და ინოვაციურ საცხოვრებელ სივრცეებს, რომლის ყველა კომპონენტი შეუფერხებლად მუშაობს, სადაც ყველა დაპირება სრულდება და ყოველ სიტყვას აქვს ძალა.
ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://Homer.ge
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: სრული; ორშაბათი - პარასკევი: 10:00 -19:00 სთ (სტანდარტული) და შაბათი (ზეგანაკვეთური): 10:00-16:00 სთ.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, მოედანი ივ. ჯავახიშვილი, N1.
ძირითადი ფუნქციები:
** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი
** გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება
** მომხმარებლისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა
** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დისტანციურად ან პირისპირ.
** მომხმარებლის დარწმუნება/დახმარება, გადაწყვეტილების მიღებაში.
** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა როგორც ოფისში, ასევე სამშენებლო მოედანზე
** მომხმარებლის ბანკის წარმომადგენელთან დაკავშირება
** მომხმარებლებთან შეთავაზებების ელექტრონული ფოსტით გაგზავნა
** მომხმარებლისთვის ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა
** მომხმარებლისთვის უძრავი ქონების შერჩევა
** გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პოტენციური მომხმარებლისთვის ხელშეკრულების და სხვა დოკუმენტების მომზადება
** CRM პროგრამაში მუშაობა და დაინტერესებული მომხმარებლების აღრიცხვა
** უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უძრავი ქონების, დეველოპერულ ან მონათესავე სფეროში მუშაობის გამოცდილება (კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა).
** პოტენციურ მომხმარებლებთან პროდუქციის/სერვისების პრეზენტირების გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** გახსნილი კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაბელური საუბრის მანერა
** გაწონასწორებულობა
** აქტიურობა და მიზანდასახულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პროცესებისა და დროის მართვის უნარი
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** კონკურენტული საბაზისო ანაზღაურება + გაყიდვების ბონუსი (ყოველთვიური)
** ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა
** თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი
** პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო
** ინდუსტრიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი
** კომფორტულად მუშაობის ყველა პირობა
** კორპორატიული და სხვადასხვა ღონისძიებები
თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტით: vacancy@homer.ge.
** სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).
Homer-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!
შპს ჰოუმერ გრუპის (ს/ნ: 402323115; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მოედანი ივ. ჯავახიშვილი, N1) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ასევე აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომპანიამ თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპი შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს და კომპანიაში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|