დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია ანაგი
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებისა და საბუღალტრო ოპერაციებისათვის.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობისა და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანების აღრიცხვა და კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ანალიზი და კონტროლი;
** სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად;.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სათანადო მიმართულებით (ფინანსები, ბიზნესი, ეკონომიკა);
** სულ მცირე, 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** Oris/1C-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება ERP-სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS office, Intermediate - Advanced Excel).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** ტესტირება - თემა: ბუღალტრული აღრიცხვა და ზოგადი უნარები;
** გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: https://www.anagi.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|