დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ავეჯის სახლი ლაქშერი
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"ლაქშერი" დაარსდა 2014 წელს, თბილისში. ის მუდმივად ცდილობს უზრუნველყოს პრემიუმ ხარისხის ავეჯი შესთავაზოს მომხმარებლებს. ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი შეიძინა, რომლებსაც მუდამ განახლებული კოლექციებითა და სიახლეებით ანებივრებს.
ავეჯის სახლი "ლაქშერი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქციები და მოვალეობები:
** წლიური მარკეტინგული აქტივობების გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნებისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება/დაგეგმა/ბიუჯეტირება/განხორციელება;
** კომპანიის ვებ-გვერდის სტრუქტურის და შინაარსის მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
** მომხმარებელთან უკუკავშირის ჯგუფის მართვა;
** სოციალური ქსელის და საიტის მონიტორინგი;
** კომპანიის პროდუქციის და მომსახურების ზრდაზე ზრუნვა.
** ბაზრის, კატეგორიის, ბრენდის, კონკურენტების, მომხმარებლის კვლევა/ანალიზი;
** პერსონალის ინფორმირებისათვის საჭირო მასალების მომზადება, გაცნობა და პროდუქტების შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
** ბრენდის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა;
** გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ძლიერი და პრობლემური მხარეების მიზეზ შედეგობრივი კავშირების წარმოჩენასა და მათი განვითარების სტრატეგიის მომზადებაში მონაწილეობა;
** კომერციული მაჩვენებლების ანალიზი, ბრენდის და პერსონალის დონეზე;
** ბრენდის პორტფელის მართვა და მათი განვითარება;
** ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება და ბიუჯეტის შემუშავებაში თანამონაწილეობა;
აუცილებელი მოთხოვნები:
** აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Exel, Internet).
კომპეტენციები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტურად კომუნიკაციის უნარი
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ კომპანია "ლაქშერმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება "ლაქშერის" ბაზაში 6 თვის ვადით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacanciluxury@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ვებ გვერდი: https://www.luxury.ge/
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|