დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ავეჯის სახლი ლაქშერი
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"ლაქშერი" დაარსდა 2014 წელს, თბილისში. ის მუდმივად ცდილობს უზრუნველყოს პრემიუმ ხარისხის ავეჯი შესთავაზოს მომხმარებლებს. ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი შეიძინა, რომლებსაც მუდამ განახლებული კოლექციებითა და სიახლეებით ანებივრებს.
ავეჯის სახლი "ლაქშერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
საქმიანობის სფერო:
** ავეჯისა და მასთან დაკავშირებული აქსესუარების, ასევე საგამოფენო დარბაზში არსებული სხვა პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებლის კონსულტაცია/ინფორმირება სარეალიზაციო პროდუქციის შესახებ და სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** სარეალიზაციო საქონლის შესახებ ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა (აღნიშნულის თაობაზე ადგილზე გაივლით სწავლებას ერთი თვის განმავლობაში);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა,
** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი,
** გუნდურ რეჟიმში მუშაობის უნარი.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში 8 საათიანი სამუშაო დღე (1 საათი შესვენება)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #24
** ანაზღაურება: ყოველთვიური ანაზღაურება თვეში 2000-2500 ლარი (ხელზე ასაღები ხელფასი + ბონუს სისტემით)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacanciluxury@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ვებ გვერდი: https://www.luxury.ge/
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|