Робота для біженців з України
უფროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ენთები
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
შპს "ენთები" წარმოადგენს ფინანსური სერვისების მომსახურების აუთსორს კომპანიას, რომელიც კლიენტებს სთავაზობს ბუღალტრულ, საფინანსო, საგადასახადო და რეპორტინგის სერვისებს. ჩვენი კლიენტები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო, მცირე და საშუალო საწარმოები. კომპანია დაარსდა 2015 წელს და ამჟამად ემსახურება 250-ზე მეტ კლიენტს.

შპს "ენთები" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
** საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
** სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება Balance-ის ცოდნას)
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა სავალდებულოა);
** სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა (კომპანია ამჟამად სარგებლობს TBC დაზღვევის მომსახურებით)
** სწავლის თანადაფინანსება
** კომფორტული სამუშაო გარემო
** Day off (წელიწადში - 4 დღე)
** კვირაში 1 სამუშაო დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა (მეტრო დელისთან ახლოს)
გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00 და 19:00 საათამდე.
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@ants.ge, სათაურის ველში (subject). გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე