Робота для біженців з України
საწყობის უფროსის თანაშემწე - ვაჩნაძიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უფროსის თანაშემწე
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის თანაშემწეს პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთი, ვაჩნაძიანი
სამუშაო განაკვეთი: 5-დღიანი სამუშაო კვირა
ხელზე ასაღები ანაზღაურება: სამი თვე - 1100 ლარი, შემდეგ 1300 ლარი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მიღებული პროდუქციის საწყობში სწორად განთავსება და საწყობის ტერიტორიის რაციონალურად გამოყენება;
** დასაწყობებული საქონლის მოთხოვნის შესაბამისად გაცემა;
** პერიოდულად აღწერების ჩატარება;
** საწყობში წესრიგის და სისუფთავის კონტროლი;
** საწყობში არსებული ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** უსაფრთხოების წესების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწყობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;

** ყურადღებიანი;
** ორგანიზებული
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com. გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის უფროსის თანაშემწე"

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე