Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=611169&print=yes&view=jobs
 
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Konica Minolta
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"Konica Minolta Business Solutions Georgia" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: "Konica Minolta Business Solutions Georgia" არის გლობალური ბრენდი, რომელიც ქართულ ბაზარზე განსხვავებული ხედვითა და სტრატეგიით უკვე 5 წელია წარმატებით ოპერირებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ ალექსიძის ქუჩა 12 (King David Business Center)
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული - კვალიფიკაციის მიხედვით + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ახალი კომპანიების მოძიება და დამუშავება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** პროექტის პრეზენტაციის ჩატარება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესის წარმოება და მართვა;
** პერიოდული ანგარიშების შედგენა შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით;
** მომხმარებლებთან მოლაპარაკებების დროს ფასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიური ასპექტების ანალიზი;
** გაყიდვების პროცედურების შესაბამისად კონტრაქტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
** კომპანიის შესყიდვებში მონაწილეობის მიღება;

აუცილებელი უნარები:

** პრობლემის სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** B2B გაყიდვების გამოცდილება IT - სერვისებსა და ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Tamar.shoshitashvili@konicaminolta.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია