Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=611168&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

ძირითადი მოვალეობები:

** დაინტერესებულ/პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა;
** დასახული ამოცანების შესრულება;
** ყოველთვიური დასახული გეგმის შესრულება;
** გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/bUeeM6Ye.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია