Робота для біженців з України
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარი
მომწოდებელი: ჯანმრთელობის კვლევის კავშირი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"ჯანმრთელობის კვლევის კავშირი" (HRU) წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, რომელსაც გააჩნია ამ მიმართულებით პროექტების განხორციელების 25 წლიანი გამოცდილება. HRU აქტივობები ძირითადად მოიცავს ინფექციური (აივ ინფექცია და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციები, ვირუსული ჰეპატიტები, რესპირატორული ინფექციები და სხვა) და იმუნოლოგიური დაავადებების პრევენციის, კონტროლის, ცნობიერების ამაღლების და მკურნალობის ხელშეწყობას.

"ჯანმრთელობის კვლევის კავშირი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევრის პოზიციაზე.

ფუნქცია და მოვალეობები:

** საპროექტო განაცხადის მომზადება;
** საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევებში მონაწილეობა;
** კვლევის ანგარიშის მომზადება;
** სამეცნიერო პუბლიკაციის მომზადება/გამოქვეყნება;

აპლიკანტისთვის განსაზღვრული მოთხოვნებია:

** საზოგადოებრივი ჯანდაცვის/ეპიდემიოლოგიის/ბიოსტატისტიკის მაგისტრის ან MD ხარისხი (აუცილებელი);
** ინგლისური ენის მინიმუმ B1-B2 დონეზე ცოდნა (აუცილებელი).
** საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტებში მონაწილეობის/კვლევების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება (სასურველი).

პირობები: შერჩეული აპლიკანტთან კონტრაქტის გაფორმება მოხდება 1 თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში;

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: lashagulbiani7@gmail.com

ორგანიზაციის ვებ-გვერდი: https://hru.ge/ka/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე