Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=611154&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო პროექტების მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო პროექტების მრჩეველი
მომწოდებელი: საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებისთვის საერთაშორისო პროექტების მრჩევლის პოზიციაზე ვინც შემოუერთდება ორგანიზაციის გუნდს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მოსწავლეების საერთაშორისო მოდელირებულ პროექტებში ჩართულობის პროცესში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
ანაზღაურება: 3500 ლარი + ბონუსები

ძირითადი მოვალეობები:

** მოსწავლეების ინფორმირება სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების შესახებ;
** პროექტებში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალების გაცნობა;
** მოსწავლეებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატებს" შორის მთავარ საკონტაქტო პირად ყოფნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასკოლო დაწესებულებაში მიმდინარე სამუშაო გამოცდილება
** კომუნიკაციისა და საინფორმაციო სახის შეხვედრების ჩატარების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი

თუ ხართ დაინტერესებული აღნიშნული ვაკანსიით, გამოგვიგზავნეთ დეტალურად აღწერილი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@diplomats.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და შესაბამისი ტრეინინგი ვაკანტური პოზიციის დაკავებამდე.

ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/youngdiplomatsofgeorgia/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია