Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=611143&print=yes&view=jobs
 
პირადი მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი მძღოლი
მომწოდებელი: English Book Education
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"English Book Education" 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცემლობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press.

ჩვენი მიზანია სრულად მხარი დავუჭიროთ, სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მივეხმაროთ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში.

"English Book Education" აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბალანსზე არსებული ავტომობილის მართვა;
** დამსაქმებელთან ერთად წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით გადაადგილება;
** სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@englishbookeducation.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "პირადი მძღოლი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია