დასახელება:
საღამოს ცვლის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ტერმინალი
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.terminal.center/
შემოუერთდი ჩვენს გუნდს საღამოს ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც მზად არის ენთუზიაზმით დახვდეს სტუმრებს და მონაწილეობა მიიღოს სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.
მისამართი: თბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის ქ. N37მ, აქსის თაუერსი
სამუშაო საათები: 16:00-21:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები:
** სივრცის წევრებისა და ვიზიტორების მიღება;
** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
** ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;
** პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;
** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.
ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:
** მომხმარებლებზე ორიენტირებული;
** მეგობრული;
** შეუძლია კომუნიკაცია ინგლისურად;
** შეუძლია გუნდური მუშაობა.
დამატებითი ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სავალდებულო საპენსიო შენატანის უზრუნველყოფა.
თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@terminal.center. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ღამის ადმინისტრატორი), რომელზეც აგზავნით განაცხადს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.
|
|
|
|