დასახელება:
ალუმინის სამონტაჟო ჯგუფის უფროსი
|
მომწოდებელი:
არქთრეიდი
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
კომპანია "არქთრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ალუმინის სამონტაჟო ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მონტაჟის პროცესის დაგეგმვა/ კოორდინირება/მონიტორინგი;
** სამუშაოების წარმოების მეთოდოლოგიის მომზადება;
** მასალების მიწოდება და ხელსაწყოების გამზადება;
** ნახაზებისა და კვანძების შესწავლა;
** ხელოსნებისთვის შესაბამისი ნახაზების და ინფორმაციის მიწოდება;
** სამონტაჟო ჯგუფების ჩასატარებელ სამუშაოთა გრაფიკის შედგენა;
** დამხმარე ტექნიკის ორგანიზება საჭიროებისამებრ;
** კოორდინაცია შესყიდვებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტებთან;
** შესრულებული სამუშაოების გადამოწმება საშემსრულებლო ნახაზებთან მიმართებაში;
** ყოველთვიური სახელფასო უწყისების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან შესაბამისი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad და ა.შ.);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@archtrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 თებერვლამდე.
|
|
|
|