Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=610989&print=yes&view=jobs
 
სერვის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ინჟინერი
მომწოდებელი: GM Pharmaceuticals
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 25 თებერვალი
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM Pharmaceuticals -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში.

"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას სერვის ინჟინრის პოზიციაზე.

სერვის ინჟინერი პასუხისმგებელია ხარისხის კონტროლის ლაბორატორიასა (QCL) და კვლევისა და განვითარების ლაბორატორიაში (R&D) არსებული ხელსაწყოების ტექნიკურ მომსახურებაზე, ინსტალაციაზე, კვალიფიკაციასა და ვალიდაციაზე. მისი მოვალეობაა უზრუნველყოს ლაბორატორიული სისტემების გამართული მუშაობა და მონაცემთა სიზუსტე, რაც საჭიროა კვლევითი და ანალიტიკური პროცესების ეფექტურად და უსაფრთხოდ შესასრულებლად.

სამუშაო ადგილი: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N52
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი მოვალეობები:

** QCL და R&D ლაბორატორიებში გამოყენებული ხელსაწყოების (მაგ., HPLC, GC, UV-Vis სპექტროფოტომეტრები და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტები) ინსტალაცია და ტექნიკური სერვისი;
** ხელსაწყოების რეგულარული შემოწმება, სერვისირება და საჭირო ნაწილების შეცვლა;
** გაუმართავი ტექნიკის ოპერატიული შეკეთება და პრობლემების გადაწყვეტა;
** ხელსაწყოების კვალიფიკაციისა და ვალიდაციის გეგმების შექმნა და განხორციელება (IQ, OQ, PQ);
** ვალიდაციის პროცესის დოკუმენტირება, ანგარიშების მომზადება და შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად (GMP, GAMP, ISO);
** ხელსაწყოების ციფრული სისტემების ინტეგრაციაში მონაწილეობა და ლაბორატორიული პროგრამული უზრუნველყოფის ზოგადი მხარდაჭერა;
** ლაბორატორიის პერსონალის სწავლებების პროცესში ჩართულობა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიაში, ელექტრონიკაში ან ტექნოლოგიებში;
** სერვის ინჟინრის როლში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია ფარმაცევტულ ან კვლევით ლაბორატორიებში;
** ხელსაწყოების კვალიფიკაციის და ვალიდაციის პროცესების სიღრმისეული ცოდნა;
** პროგრამული უზრუნველყოფის და ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა, სასურველია გამოცდილება LIMS და Empower სისტემებში;
** ეფექტური კომუნიკაციის და ტექნიკური პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 25 თებერვლისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ "GM Pharma" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია