დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
პსპ დაზღვევა
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
სს "პსპ დაზღვევა" სადაზღვევო ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და ახორციელებს სადაზღვევო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ მოტივირებულ პროფესიონალებს, სუბროგაციული დავებისა და დებიტორული დავალიანების მართვაზე პასუხისმგებელი იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სუბროგაციული და დებიტორული დავალიანების მართვის დროს სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ნებისმიერ მესამე პირთან სადაზღვევო კომპანიის სახელით წარმომადგენლობა;
** წარმომადგენლობის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
** დავის განხილვაში მონაწილეობა;
** მორიგების მიზნით მხარეებთან კომუნიკაცია;
** მიმდინარე საქმეებზე რეპორტის/ანგარიშის წარმოება;
** სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია სუბროგაციული და დებიტორული დავალიანებების მართვასთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის ცოდნა (სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აღსრულების შესახებ საქართველოს კანონი და ა.შ);
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის მოძიების და გადამუშავების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი 148
** ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება განისაზღვრება კონკრეტული კანდიდატის გამოცდილებისა და შესაბამისი კომპეტენციის გათვალისწინებით, რასაც დაემატება ამოღებული თანხის საკომისიო (პროცენტი/ბონუსი იქნება მზარდი და განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების, კომპეტენციის და შესრულებული გეგმის შესაბამისად).
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ipsp.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "პსპ დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@ipsp.ge ან/და ტელეფონის ნომერზე (0322 185 555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "პსპ დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "პსპ დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|