დასახელება:
HR და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ლინუს ენდ კო
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
კომპანია "ლინუს ენდ კო" აცხადებს ვაკანსიას HR და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 2000-2500 ლარამდე კვალიფიკაციის შესაბამისად;
სამსახურის ტიპი: სრული განაკვეთი, ოფისში.
ადგილმდებარეობა: ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ #44.
პოზიციის აღწერა:
იურიდიული და HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ და ოპერაციულ მხარდაჭერას როგორც იურიდიული, ასევე ადამიანური რესურსების მიმართულებით. ეს პოზიცია მოითხოვს ორგანიზებულობას, კონფიდენციალურობის დაცვას და სხვადასხვა დავალების სწრაფ და ეფექტიან შესრულებას.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის სახელით გასაცემი სამართლებრივი და სხვა დაკავშირებული შინაარსის კორესპონდენციის/დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის სანოტარო წესით დამოწმება, ნოტარიუსთან კომუნიკაცია და დასამოწმებლად წარდგენა;
** იურიდიული დოკუმენტების, კონტრაქტების, წერილების და სხვა სახის მასალების მომზადება, კორექტირება და ფორმატირება.
** საქმეების ფაილების და არქივის მართვა (ფიზიკურ და ელექტრონულ ფორმატში).
** თანამშრომლების პირადი საქმეების და შრომითი ხელშეკრულებების შექმნა და განახლება.
** წარმოებული დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების შენახვა და კომპანიის პროგრამაში განთავსება. შესაბამისი პროცედურით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მომზადებული დოკუმენტაციის მატერიალურად შენახვა.
** შეხვედრების, მოსმენების და სხვა იურიდიული და HR ღონისძიებების ორგანიზება.
** კანდიდატების მოზიდვისა და შერჩევის პროცესში ჩართულობა (რეზიუმეების გადარჩევა, შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, მონაცემთა ბაზების წარმოება);
** ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მათ შორის, პერსონალთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (შვებულება, ხელშეკრულება, ცნობა, ბრძანება და ა.შ.) წარმოება, მონიტორინგი და დაარქივება;
** თანამონაწილეობა შიდა ორგანიზაციული ტრენინგებისა და სხვადასხვა სახის HR აქტივობის დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესებში;
** თანამშრომელთა ფიტპასის, დაზღვევისა და სხვა ტიპის ყოველთვიურ განახლებებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება
** კომპეტენციების ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მხარდაჭერა სხვადასხვა HR პროცესში.
** HR და იურიდიული არქივების ზედამხედველობა;
** სხვა დავალებებისა შესრულება განყოფილების ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით.
მოთხოვნები და კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით
** პროფესიული გამოცდილება: იურიდიულ ან HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება.
უნარები:
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და წერითი უნარები.
** მულტიტასკინგის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, HRIS ან იურიდიული პროგრამები).
გთხოვთ გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: agro@borun.ge
|
|
|
|