Робота для біженців з України
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: რუსტარ ონლაინი
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
"რუსტარ ონლაინი" საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის, "რუსტარ ტურიზმის" პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი "რუსტარი" უკვე 20 წელია ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას 7 ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი, მალდივები, სეიშელის კუნძულები და თურქეთი. საქართველოში კომპანია 8 წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს, სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

ტურისტული კომპანია "რუსტარ ონლაინი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ტურისტებთან კონტაქტი, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** კონფლიქტური სიტუაციის მოგვარება პირადი ჩართულობით;
** გიდების გადანაწილება შესაბამის ტურისტთა ჯგუფზე;
** ინფორმაციის მიღება და დამუშავება გიდის მიერ დამატებითი ტურის გაყიდვის შესახებ;
** უკუკავშირის მიღება გიდის საქმიანობის შესახებ;
** ტრანსფერების ორგანიზება - შესაბამისი მანქანის და მძღოლის, შესაბამის ტურისტთა ჯგუფზე გადანაწილება;
** მძღოლის დროულად ადგილზე გამოცხადების გადამოწმება;
** დასმული ჯავშნის სასტუმროში გადამოწმება;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მანქანის გადაადგილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია);

პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:vacancy@rustaronline.ge. ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,
რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.rustartourism.com/

გისურვებთ წარმატებას!

შეტყობინება: "რუსტარ ონლაინი" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "რუსტარ ონლაინისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი შესაბამისი ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, კომპანიამ შესაძლოა, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "რუსტარ ონლაინს" მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლადა/ან განადგურება;

"რუსტარ ონლაინი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "რუსტარ ონლაინში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "რუსტარ ონლაინში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.rustartourism.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე