დასახელება:
ლოჯისტიკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ასპ-გრუპი
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
"ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.
ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:00 საათები.
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება და
** კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, ოპტიმალური წინადადების შერჩევა;
** სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მართვა;
** შეკვეთასთან დაკავშირებული სატრანსპორტო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** გადაზიდვების ვადების მონიტორინგი;
** საჭიროებისამებრ, ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე, საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გამოცდილება სატრანსპორტო კომპანიაში;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
** MS Office-ის კარგი ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამუშაოს დელეგირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2025 წლის 15 თებერვლამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|