Робота для біженців з України
შაბათ-კვირის ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შაბათ-კვირის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ტერმინალი
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა. ჩვენს გასაცნობად გადმოდი ლინკზე: https://www.facebook.com/Terminaltbilisi

"ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას შაბათ-კვირის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით დახვდნენ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.

მისამართი: ბათუმი, ახმეტელის ქ. N 7ა
სამუშაო საათები: 09:00-21:00, კვირაში 2 სამუშაო დღე (შაბათი და კვირა)

ძირითადი მოვალეობები:

** სივრცის წევრებისა და ვიზიტორების დახვედრა;
** წევრებთან და პოტენციურ წევრებთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
** ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;
** პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;
** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

** მომხმარებლებზე ორიენტირებული;
** მეგობრული;
** საუბრობს ინგლისურად საკომუნიკაციო დონეზე;

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სავალდებულო საპენსიო შენატანის უზრუნველყოფა;

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@terminal.center. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (შაბათ-კვირის ადმინისტრატორი), რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე