დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
MSZ Georgia
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
კომპანია "MSZ GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას.
პოზიცია: იურისტი (ლოგისტიკური კომპანია)
სამუშაოს აღწერა:
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა
** ლოგისტიკისა და სატრანსპორტო სფეროს კანონმდებლობის ცოდნა და მართვა
** კონტრაქტების მომზადება და განხილვა (მომწოდებლებთან, კლიენტებთან, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით)
** სამართლებრივი რისკების შეფასება და მათი მინიმიზაციის გზების შემუშავება
** ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებთან (მომსახურების ნებართვები, რეგულაციები, დაკისრებული ვალდებულებები)
** შრომით და კომერციულ სამართალთან დაკავშირებული საკითხების მართვა
** კომპანიაში შიდა სამართლებრივი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება
** დავების მართვა და სასამართლო საქმეებში მონაწილეობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
მოთხოვნები:
** იურიდიული განათლება (ბაკალავრი ან მაგისტრი)
** ლოგისტიკის, ტრანსპორტის ან ვაჭრობის სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა
** გამოცდილება იურიდიულ სფეროში
** კარგი ანალიტიკური და საკომუნიკაციო უნარები
** სამართლებრივი ბაზების და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, სამართლებრივი სისტემები)
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
მისამართი: ბათუმი, ფიროსმანის 18ბ.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@msz.ge
+995 577 07 97 00 / +995 550 50 13 80
|
|
|
|