Робота для біженців з України
IT პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე:

Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 13 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, მაკედონია, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, ჩეხეთი და საქართველო.

ევროინსი ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.

ევროინსი დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ცამეტ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** FitPass ბარათს;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნესის მოთხოვნებიდან გამომდინარე არსებული პროდუქტების/პროგრამული უზრუნველყოფის განახლება/განვითარება კომპანიის საჭიროებებიდან და თანამშრომლებისგან შემოსული წინადადებების საფუძველზე;
** უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ახალი პროდუქტების განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრა;
** როგორც ახალი, ასევე არსებული პროდუქტების ანალიზი და ანალიზისთვის საჭირო ანგარიშების მომზადება, მოსალოდნელი რისკების, მათი ხარისხის კონტროლი;
** ახალი პროდუქტების/სერვისების ტესტირების პროცესში მონაწილეობა;
** ახალი პროდუქტების/სერვისების სამუშაო ინსტრუქციების და პროცედურების შექმნის პროცესში მონაწილეობა;
** პროექტების მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი;
** IT პროდუქტის/პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისთვის დაგეგმვა, შეფასება და განხორციელება ფაზების და მათი ვადების ანალიზი;
** პროექტების დასრულების კონტროლი დადგენილ ვადებში;
** წარმოქმნილი პრობლემების დროს და მონაწილეობა მათ გადაჭრაში;
** პერიოდული ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან პროექტების განხორციელების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების შესახებ;
** IT პროდუქტებთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
** სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 21 თებერვლამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@euroins.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - IT პროექტების მენეჯერის.

სადაზღვევო კომპანია "ევროინსში"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ევროინსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე