დასახელება:
HR სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
მადარტი
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე!
შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ რეზიუმეს გამოგზავნას!
აღნიშნულ პოზიციაზე კვალიფიკაციასთან ერთად მნიშვნელოვანია პიროვნული მახასიათებლები:
უმნიშვნელოვანესია:
** დაკისრებული პასუხისმგებლობის მიმართ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა;
** განსაკუთრებული ყურადღება და ორგანიზებულობა საბუთებთან, ადამიანებთან და კომპანიაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში;
** დროის ეფექტური მართვა და პირადი ინიციატივები შესასრულებელ დავალებებთან მიმართებაში;
** ინტერესი და მონდომება საკუთარი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
** შეეძლოს რეკომენდაციების მიღება, უშუალო ხელმძღვანელის მითითებების მოსმენა და გათვალისწინება;
** მუდმივი სწრაფვა გახდეს უფრო ორგანიზებული, კვალიფიციური და შედეგზე ორიენტირებული.
ზემოთაღნიშნული უნარ-ჩვევები კანდიდატს დაეხმარება შეასრულოს შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომელთა შერჩევის სრული პროცესის მართვა;
** HR დოკუმენტაციის მართვა;
** დასაქმებულთა პირადი საქმეების მართვა;
** ტალანტების მოზიდვის პროცესის მართვა;
** საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის სტატისტიკის მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა რელევანტური დავალების შესრულება;
ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
** ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული ვაკანსიების, ქოლცენტრის ან/და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის გადარჩევა;
** პირველი ეტაპის გასაუბრება
** Excel-ის საშუალო დონის ტესტირება/ზოგადი უნარების ტესტირება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან და დირექტორთან;
ჩვენ ვითხოვთ:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიან გამოცდილებას;
** უმაღლეს განათლებას ბიზნეს ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** საქართველოს შრომის კოდექსის საფუძვლების ცოდნას;
** MS Office-ის, როგორც Word, ისე Excel_ის ცოდნას;
** ინგლისურის ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** ადამიანებთან ურთიერთობის სიყვარულს;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარს;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა #133
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00-18:00
ანაზღაურება: 1500-2000
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitapass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
რეზიუმეების მიღება განხორციელდება მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge
CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@madart.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|