Робота для біженців з України
მიწოდების სამსახურის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიწოდების სამსახურის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 08:30-17:30;
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ლილო;
ანაზღაურება: 3 თვიან გამოსაცდელ ვადაზე 2500 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები); 3 თვის შემდეგ დამატებით 1000 ლარიანი საბონუსე ფონდი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ტრანსპორტირებისათვის საჭირო ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მართვა;
** კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, ტვირთის ოპტიმალურად გადანაწილება ტრანსპორტზე;
** შეკვეთასთან დაკავშირებული სატრანსპორტო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიწოდების ვადების მონიტორინგი;
** მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრა;
** საჭიროებისამებრ, ტვირთის ადგილმდებარეობის (მიწოდების დაგვიანების) შესახებ ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია იდენტური მიმართულებით გამოცდილება;
** თბილისის ქუჩების ცოდნა (მარშრუტის უკეთ დაგეგმარების მიზნით);
** ბუღალტრული პროგრამის ცოდნა (1C, Apex, ან სხვ)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@kanti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე